რა ემართება ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია ურთიერთობა არ ჰქონია

რა ემართება ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია ურთიერთობა არ ჰქონია

გერმანელმა მსახიობმა მარიანე ზეებრეხტმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ბოლო 43 წლის განმავლობაში სექსი არ ჰქონია, ამაზე კი უარი საკუთარი სურვილით თქვა. რა მოსდის ქალის სხეულს მაშინ, როდესაც მას დიდი ხნის განმავლობაში სექსი არ აქვს? – წერს გერმანული Bild-ი.

გამოცემის ცნობით, სექსის არქონამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომი, რომელსაც მედიცინაში “ვაგინალური ატროფია” ეწოდება.

სექსოლოგი ბეატრისე ვაგნერი Bild-თან ინტერვიუში განმარტავს, თუ რა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ორგანიზმზე სექსის არქონას.

“თუ ქალებს ინტიმური კავშირი დიდი ხნის განმავლობაში არ აქვთ, გენიტალიურ არეში შესაძლოა ქავილი, წვა და მძიმე ტკივილი წარმოიშვას. ის, რაც ერთი შეხედვით, შესაძლოა ვაგინალური კანდიდოზი გვეგონოს, რეალურად შეიძლება ვაგინალური ატროფია აღმოჩნდეს. ამ დაავადების კიდევ ერთი სიმპტომია ძლიერი ტკივილი, რომელიც სექსის დროს წარმოიქმნება იმ შემთხვევაში თუ მანამდე დიდი ხნის განმავლობაში სექსუალური კავშირი არ ყოფილა”, – ამბობს თერაპევტი.

ექიმის განმარტებით, დიდი ხნის განმავლობაში სქესობრივი კავშირის არქონის გამო ქალის საშო ხდება ძალიან მგრძნობიარე, რაც ხანგრძლივი თავის შეკავების შემდეგ პირველივე სექსის დროს ტკივილის სახით იჩენს თავს. ეს ასევე ხდება მენოპაუზის დროს, როდესაც ქალის სხეული საკმარისი რაოდენობით ესტროგენებს აღარ გამოიმუშავებს.

გარდა იმისა, რომ სექსი ანტიდეპრესანტად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკურ საშუალებად და სხვა უამრავი დადებითი ფუნქციის მატარებელ აქტივობადაა მიჩნეული, აღმოჩნდა, რომ მის გარეშე დიდხანს ყოფნა ადამიანის ორგანიზმს 8 სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აი, ისინიც:

8. ერექციული დისფუნქცია

როგორც ამბობენ, ყველაფერს დაკარგავ, თუ მათ დანიშნულების მიხედვით არ მოიხმარ.

7. შარდის ბუშტის კუნთების მოდუნება

როდესაც ქალს დიდი ხნის განმავლობაში არ აქვს სექსი, მისი შარდის ბუშტის კუნთები თანდათანობით სიმკვრივეს კარგავს: საქმე ისაა, რომ სექსის დროს მენჯის დიაფრაგმის კუნთების გავარჯიშება ხდება, რაც ორგანიზმს შარდის შეკავების კონტროლში ეხმარება.

6. მაღალწნევიანობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეგულარული სექსი ადამიანის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და აქედან გამომდინარე, წნევას არეგულირებს.

5. ვაგინალური სიმშრალე

თუ ორგანიზმი სექსის დროს განცდილ შეგრძნებებს „გადაჩვეულია“, როდესაც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება, გარკვეული პერიოდი სისველის გამომუშავება უჭირს.

4. გულის შეტევის მაღალი რისკი

კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ადამიანებში გულის შეტევის რისკს 2-ჯერ ამცირებს.

3. დეპრესია

ეს შემთხვევა შედარებით რთულია, რამდენადაც „ჯაჭვური რეაქციის“ პრინციპით მოქმედებს: როდესაც დიდი ხნის განმავლობაში სექსი არ აქვს, ადამიანი დეპრესიაში ვარდება; დეპრესიულ მდგომარეობაში კი ახალი პარტნიორის პოვნა და სქესობრივი ცხოვრების დაწყება უჭირს.

2. მეხსიერების დაქვეითება

სექსის დროს ტვინი ახალ უჯრედებს გამოიმუშავებს, რომლებიც სწორედ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. მოკლედ, თუ მეხსიერების საგრძნობლად დაქვეითებას უჩივი და მენოპაუზის პერიოდში არ იმყოფები, სასწრაფოდ პარტნიორის შოვნა მოგიწევს!

1. სტრესის მწვავედ განცდა

სექსი სტრესის მოხსნის ერთადერთი ჯანსაღი საშუალებაა. რაც შეეხება ანტიდეპრესანტებს, მათი ორაზროვანი ბუნების შესახებ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ!

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *