სასიხარულო ინფორმაცია – დღეიდან ბავშვებს დახმარება გაეზრდებათ. ნახეთ ხართ თუ არა სიაში

სასიხარულო ინფორმაცია – დღეიდან ბავშვებს დახმარება გაეზრდებათ. ნახეთ ხართ თუ არა სიაში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, ბავშვთა სიღარიბის შემცირება სახელმწიფოს პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაძლიერდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი რეფორმა და პროექტი განხორციელდა.

“ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვა, მათი განვითარების, ჯანმრთელობის, სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდის პირობათა შექმნა საქართველოს ძლიერების წინაპირობა და, ამდენად, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა.

ამ მიმართულებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი რეფორმა და პროექტი განვახორციელეთ. შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება.

მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.