ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში ახალგაზრდა ქალი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
ჭექა-ქუხილის დროს 35 წლამდე ქალი მეუღლესთან ერთად კარტოფილის ნაკვეთში იმყოფებოდა, რა დროსაც მეხი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
1 ივნისს, ნინოწმინდაში ძლიერი სეტყვაც მოვიდა. დაისეტყვა სოფლები: ფოკა, განძა და საღამო. სეტყვა მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 13:00 საათზე დაფიქსირდა.
როგორც რადიო “ნორი” იუწყება სტიქია დიდხანს გაგრძელდა და მიწა 2 სანტიმეტრამდე ნალექით დაიფარა.
ნინოწინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის თაობაზე მოსახლეობას მათთვის არ მიუმართავს.
Post Views: 873