24 წლის სენაკელი, დუდანა შურღაია, რომელიც საფრანგეთში გარდაიცვალა, დღეს ჩამოასვენეს. მას ქუჩაში მოფენილი ვარდებით დახვდნენ.
„ანგელოზად ქცეული ფერია გოგო… მთელი სენაკი გაგვაერთიანა, ყველას თავი შეგვაყვარა ამ ფარფატა ულამაზესმა გოგონამ..
დღეს კი საშინელი ამბავი გავიგეთ, ჩვენი დუდანა აღარ გვყავს. ღმერთმა გადაგიხადოთ ეს სიკეთე, ამბობდა სულ ამ სიტყვებს და ლოცავდა ყველას. რატომ?! გული მტკივა. შენ ჩვენი ყველასი, და მთელი სენაკის უდიდესი ტკივილი ხარ. გვიყვარხარ და მუდამ ასეთი კეთილი გვემახსოვრები დუდა..”,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
Post Views: 1,486