კიევში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქება მოხდა კიევის დარნუცკის და დნიპროვსკის რაიონებში.
“შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ადგილზე. დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით”, – განაცხადა კიევის მერმა.
გარდა ამისა, როგორც დასავლური მედია წერს, ვრცელდება ცნობები საპორტო ქალაქ ოდესის მახლობლად დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო იერიშების შესახებ. არსებული ინფორმაციით, კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Post Views: 1,106