“კარგი ამბავი არ მაქვს,მზადდება მზაკვრული ამბავი..” – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი

“კარგი ამბავი არ მაქვს,მზადდება მზაკვრული ამბავი..” – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხის გარშემო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხალხის მობილიზაცია უნდა მოახდინოს რათა ქვეყანას მესამე პრეზიდენტი არ შემოაკვდეს, ვინაიდან ეს თუ მოხდება ჩარკვიანის თქმით, ასეთ დიდ სირცხვილს ვერავინ, ვერასდროს მოიცილებს:

“ბატონებო და ქალბატონებო, პოლიტპატიმარ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გამო შევიკრიბოთ რუსთაველზე, კოლეგა -პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, პარტიებს მივმართავ, დრო არ ითმენს!!!

პუტინის ნომერ პირველი პატიმარი, შერჩევითი სამართლით დაკავებული, ყოველდღე უკიდურესად მძიმდება, პატივი ვცეთ მის მიერ გაწეულ შრომას და თავდადებას სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის გაწეულს -ევროინტეგრაციის გზაზე, “იმისტები და ამისტები” შევიკრიბოთ და თუ ვინმეს წარსულზე დანაშაულებრივ სისტემაზე მოუნდება საუბარი არც სხვა პრეზიდენტების დროს და არც დღევანდელი სისტემა დაგავიწყდეთ, ( განსაკუთრებით შევარდნაძის მმართველობის დროს დანაშაულებებიც გაგვახსენდეს, ნაწამები ხალხი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფანჯრებიდან ხტებოდნენ-ცვიოდა, მაგრამ სააკაშვილმა და ხალხმა მას პატივი სცა ( მის მასშტაბურ პოლიტიკურ მოღვაწეობას) და ის კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობდა და იმ დანაშაულებრივმა რუსული უშიშროების სისტემამ ნავთობსადენის პროექტის გამო თავად შევარდნაძე ააფეთქა ნაღმით, სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით იმ დანაშაულებრივი სისტემის გამო პასუხი არავის მოუთხოვია მისთვის და ეს რა თქმა უნდა სწორი იყო.

მაშ რა შერჩევითი სამართლით არის დაკავებული სააკაშვილი?! იმიტომ ხომ არა, რომ მან რამდენიმე ათეული წლით წინ წაიყვანა ქვეყანა დასავლეთის მიმართულებით, სახელმწიფოს აღმშენებლობის თვალსაზრისით და უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტ რუსეთს-პუტინს და ეს ახლა კიდევ უფრო გამოჩნდა, (რა გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთში თუ სამაჩაბლოში) რა ჯოჯოხეთი გამოიარა ( და ეს ჯოჯოხეთი მოაწყო რუსეთმა) ჩვენმა ქვეყანამ და რას გადაარჩინა ქვეყანა სააკაშვილმა 2008 წელს?!

ნაციონალური პარტიის ხელმძღვანელმა -თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და (სხვა ლიდერებმა ნაც პარტიიდან ) სასწრაფოდ შეასრულოს მისივე პარტიის ამომრჩევლის და ძალა ერთობის ამომრჩევლის მოთხოვნა და მოახდინოს ხალხის მობილიზება, ამ კონკრეტული საკითხის გამო, მესამე პრეზიდენტი რომ შემოაკვდეს ქვეყანას, ამ დიდ სირცხვილს ვერავინ მოიცილებს !!!!!!! არ ვწერ ამას “ისე” ჰაერზე არ ვისვრი, დიდი და მზაკვრული ამბავი მზადდება ბატონებო!!!!! მესამე პრეზიდენტიც – პოლიტპატიმარი სააკაშვილიც გადასარჩენია და საქართველოც ამ თავისმოჭრისგან და “მომაკვდინებელი ლაქისგან”.

გადადეთ ჯიბრი, შურიც, ბოღმა, კონკურენცია განსაკუთრებით ეხებათ ეს, მის ყოფილ თანაგუნდელებს, მის დროს ძალიან აქტიურებს “მაშინ” თანამდებობებზე მყოფებს და აწ უკვე “დემოკრატიულად გამოყოფილებს”, ერთხელ დაივიწყეთ ამბიციები, იქნებ უფრო დაგინახოთ და დაგაფასოთ ხალხმა, რადგან “მოღალატე მტერსაც დავიწყებიაო” ხომ გსმენიათ?

არ მაქვს კარგი ამბავი და ოკეანესავით გადაგრეცხავთ ისტორია გვარ-სახელებით!!!!!!!!!!✌️” – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.