“მე რძალი კი არა, ქალიშვილი დავკარგე… ელენეს მე ვზრდი, ხშირად ვაჩვენებ ხოლმე სალომეს სურათს და ვეუბნები რომ…”

“მე რძალი კი არა, ქალიშვილი დავკარგე… ელენეს მე ვზრდი, ხშირად ვაჩვენებ ხოლმე სალომეს სურათს და ვეუბნები რომ…”

კომპოზიტორმა მანანა იმედაძემ ოჯახი სიყვარულით შექმნა, ორი ვაჟიც ქართულად, საქმის, სამშობლოს და ადამიანების სიყვარულით გაზარდა. ულამაზესი რძალი ჰყავდა – სალომე ქემაშვილი, რომელიც პირველი დანახვისთანავე ქალიშვილად მიიღო. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წლის წინ ღორის გრიპმა იმსხვერპლა. იქამდე ბედნიერი ოჯახი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დღემდე ვერ გამოვიდა შოკიდან.

კომპოზიტორი ტრაგედიაზე ჟურნალ ,,სარკეს” ესაუბრება:

მე და ჩემმა ქმარმა სიყვარულით გავზარდეთ ორი ვაჟიშვილი. ისინიც შესანიშნავად მღერიან. ასე სიმღერით ვიარეთ, სანამ ცამოწმენდილზე ჩემს ოჯახში დიდი ტრაგედია არ დატრიალდა.

მე და სალომეს დედაშვილური სიყვარული გვქონდა. როგორც კი დავინახე,  გულში ჩამივარდა. გამორჩეული იყო თავისი გარეგნობით, ხასიათით, სათნოებით, ნიჭიერებით, ბრწყინვალედ მღეროდა, ხატავდა.

სულ მისი ცქერა მინდოდა, თვალს ვერ ვაცილებდი. როცა მისი მეუღლე ირაკლი სადმე მივლინებით წავიდოდა, ღამე ჩემთან წვებოდა, ჩამიხუტებდა და ასე იძინებდა. არ ვიცი, რა მაგიური კავშირი გვქონდა, მიყვარდა ძალიან და ახლაც სიგიჟემდე მიყვარს. მე რძალი კი არა, ქალიშვილი დავკარგე.

რომელმაც პატარა ელენიკო დაგიტოვათ იმედად და ნუგეშად.

ელენიკო 4 წლისაა. რაც უფრო იზრდება, მეტად ემსგავსება დედას. სალომეს დაკრძალვამდე ელენიკოს მაღალი სიცხეები ჰქონდა. პაწაწინა ბავშვი დედის გარდაცვალებას აზრობრივად ხომ ვერ გაიგებდა, მაგრამ დედაშვილური კავშირი ისეთი ძლიერია, მან იგრძნო ეს.

ელენეს მე ვზრდი. დედას მეძახის. როგორ გავბედავდი, მეთქვა, შენი დედიკო ვარ-მეთქი. ერთ დღესაც დედა დამიძახა. გული მომიკვდა, მაგრამ არ დამიშლია. სანამ გაიაზრებს, რომ დედიკო არა ვარ, დაე, დამიძახოს, არ იგრძნოს ობლობის სიმწარე, უდედობა. ხშირად ვაჩვენებ სალომეს სურათს და ვეუბნები, ესეც შენი დედიკოა, ციდან გიყურებს-მეთქი. სასაფლაოზეც დამყავს, იცის, რომ სტუმრად მიდის დედიკოსთან…

როცა ქორწილისთვის ემზადებოდნენ, სალომემ მთხოვა, მე და ირაკლი ვიმღერებთ თქვენს რომელიმე სიმღერას სიყვარულზეო. ასეთი სამი სიმღერა მქონდა, აქედან ორი ბედნიერ სიყვარულზეა, მესამე ტერენტი გრანელის  ტრაგიკულ ლექსზეა შექმნილი. მაინცდამაინც ის აირჩია. ვუთხარი, არ გინდა, ბედნიერი სიყვარულის ჰიმნი არ არის-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა. არ ვიცი, იქნებ რაიმე წინათგრძნობამ აარჩევინა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.