“ღმერთო გოგიტა გარდაიცვალა..” – ცნობილია ყველასათვის საყვარელი ექიმის გარდაცვალების მიზეზი

“ღმერთო გოგიტა გარდაიცვალა..” – ცნობილია ყველასათვის საყვარელი ექიმის გარდაცვალების მიზეზი

ცნობილი ქართველი ექიმი გინეკოლოგი გოგიტა ბჟინავა 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ექიმი ნაწლავურმა ინფექციამ იმსხვერპლა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

”6 წლის წინ , როდესაც მირონი წამისვა , სერიოზული სახით მითხრა : მორჩა, დღეიდან ჩემზე ახლობელი არავინ გყავსო … მკვდარია ჩემი გული  Gogita Bjinava” – წერს ახლობელი

”ნეტავ არ გამეგო ეს ამბავი! როგორი კარგი ახალგაზრდა წავიდა! გოგიტა ბჟინავა, ვერ ვიჯერებ – მიზნისკენ მიმავალი, ექიმობაზე მეოცნებე, პოეზიაზე შეყვარებული ბიჭი, კარგი მეგობარი – ასეთი მახსოვს!

ამ სურათებზე ჩვენი ბედნიერი წარსულია, როცა საკუთარ გზებს ვეძებდით, დევნილობის პირველი წლები იყო, ერთხანს თბილისში ვიკრიბებოდით ერთად, როგორი იმედებით, სურვილებით!

არც ერთისთვის არ იყო მარტივი, მაგრამ მივიწევდით წინ! გოგიტა ექიმობისთვის ემზადებოდა და საოცრად ამაყი იყო თავისი ნიჭიერებით, ამავე დროს თბილი და მოსიყვარულე, ბოლომდე გაყვა ეს თვისება!..

გავიდა დრო: ოცნება აგიხდა, ბევრი იბრძოლე ამისთვის და ნუთუ ასე ცუდად დამთავრდა შენი ბრძოლა სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის?! ვერაფერს ვწერ მეტს!..

უზომოდ ვწუხვარ ამ შეწყვეტილ სიცოცხლეზე, გოგიტას რომ დაატყდა თავს! კიდევ ერთი კარგი ადამიანი დაგვაკლდა- ოჯახს, სოფელს, კუთხეს – აფხაზეთს!” – წერს ჟურნალისტი მარი ჩიტაია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *