ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა – ნახეთ რაზე საუბრობს ჯო ბაიდენი

ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა – ნახეთ რაზე საუბრობს ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა. ვიცი, რომ ბევრს ეგონა, რომ შესაძლოა ვაჭარბებდი. აშშ-ს ჰქონდა მონაცემები, რომელიც ცხადყოფდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი [უკრაინაში] შეჭრას აპირებდა. ეს უეჭველი იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.