“იანუკოვიჩად იფორმებს ბოლომდე თავს“ – ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილზე

“იანუკოვიჩად იფორმებს ბოლომდე თავს“ – ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილზე

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს.

“არც ხუნდაძეშია საქმე და არც ღარიბაშვილში.


ბიძინამ გამოგვიცხადა – არც არაფერია ეგ კანდიდატობაო, არც არაფერს შევასრულებო. იანუკოვიჩად იფორმებს ბოლომდე თავს. ჩემთვის ეს მოულოდნელი არა არის, არაერთხელ ვცადე ამეხსნა, რომ ეს მთავრობა არის ღალატის მთავრობა. იმათიც მესმის მოსახლეობაში, ვისაც დრო ჭირდება ბინძური პროპაგანდის პირობებში ამის აღსაქმელად.

გამოვიდა დღეს და თქვა ღიად, არ იქნება კანდიდატობა და ნუ იქნებაო.
ეხლა ჯერი ჩვენზეა:

1. მოვრჩეთ ილუზიებს, რომ ეს მთავრობა რამეს თავისი ნებით შეასრულებს, რამე რეზოლუციას მიიღებს, ან რამე შეთანხმებას დაუბრუნდება. გაგვცეს პასუხი და ნუ ვიტყუებთ თავს
2. მივიყვანოთ ბოლომდე სანქციების საკითხი. პასუხისმგებელი იქნება ყველა ფორმალური თუ არაფორმალური პირი, ვინც ეხლავე არ გამოეცლება რეჟიმს.
3. 20 ში 20 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრი
4. გარე და შიდა ზეწოლით მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს. აქ კანონებს არ ვგულისხმობ, ყველა კანონს არღვევენ. წნეხის ქვეშ იძულებით არჩევნები
Ps პრეზიდენტის მანევრის სივრცე აღარ არის, ან იქით ან აქეთ. ან იწყალებს ან მიყვება რუსეთის ნავში”, – წერს “დროას” ლიდერი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *