მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ვიდეოზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან გაკეთებულ უარყოფით კომენტარებს ეხმიანება.
თიკა ჯამბურიას თქმით, სირცხვილია ადამიანები ასე ილანძღებოდნენ და ამხელა ღვარძლს ანთხევდნენ სრულიად უწყინარ ვიდეოზე.
ვიდეოში ასახულია, თუ როგორ ურეკავს „რუსთავი2“-ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მყოფი თიკა ჯამბურია დედას და „პიურეს და კატლეტის მომზადებისთვის რჩევებს ეკითხება“.
„არ ვიცი საიდან დავიწყო ….. რამოდენიმე დღის წინ ვიყავი რუსთავი 2 ის დილაში , სტუმრად …. სრულიად შემთხვევით მომიწია კოტლეტი და პიურეს გაკეთება პირდაპირ ეთერში . ვინც მიცნობს იცის , რომ კულინაროა ჩემი გატაცებაა და ვგიჟდები ისე მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი , მაგრამ იქიდან გამომდინარე , რომ დედა საოცარი მზარეულია უბრალოდ რეკლამის დროს გადავწყვიტე დამერეკა და მისგან რჩევები მიმეღო ))))) ამ დროს გადაცემის პროდიუსერმა უწყონარი ვიდეო გადამიღო და მათ გვერდზე ატვირთა )))))
თან მეცინება, რომ ამის ახსნა მიწევს და აი ეს ხდება კომენტარებში … გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე , რომ იქნებ ამ ადამინების შვილებმა ან ახლობლებმა ნახოთ და სამომავლოდ გააფრთხილოთ თვქნი ახლობლები , რომ ძალიან ძალიან ძალიან სირცხვილია ადამიანებოოო!!!!!! ესე ილანძღლთ და ამხელა ღვარძლი ამოანთხიოთ სრულიად უწყინაე ვიდეოზე ….. მესმის რომ რთული ცხოვრება გვაქვს , მესმის რომ ყველას თავისი პრობლემა აქვს , მაგრამ კარგით რააა ესე რამ გაგაბოროტათ და ესე რამ გაგაგიჟათ ხალხო (
P.s იმ ადამიანების საყურადღებოთ ვინც თვლის რომ უნდა “დავიკიდო” და ყურადღება არ მივაქციო … არა ხალხო არ ჭრის ეგ ტაქტიკა უარესად გიშვებიან მერე და ამიტომ ჯობია გამოვასაჯაროვოთ ეს ხალხი და იქნებ მერე შერცხვეთ მაინც და დაოკდნენ))) ხოო და კიდევ, ძალიან საწყენია რომ 400 კომენტარიდან თითქმის ყველა დედის ტოლა ქალები არიან ((((( ქალები რომლებსაც ჩემხელა შვილები ყავთ და დარწმუნებული ვარ საკუთარი შვილების დასაცავად ნებისმიერ ადამიანს კბილებით გაძიძგნიან , ხოდა რავიცი ისე იცოდეთ მეც ცოცხალი ადამიანი ვარ )))) და მეც მაქვს გრძნობები ემოციები და ძალიან ძალიან მწყინს ეს ნეგატივი თქვენგან …. მადლობა ნახვამდის🤘🏽 უბრალოდ გისურვებთ რომ არ ვიცი რა გისურვოთ 🤣“, – წერს თიკა ჯამბურია.
ვიდეო : https://fb.watch/dBc7LOdl-I/