ნაპოლის მწვრთნელი გახარებულია – რა თქვა მაძარიმ კვარაცხელიას შესახებ

ნაპოლის მწვრთნელი გახარებულია – რა თქვა მაძარიმ კვარაცხელიას შესახებ

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ჯენოასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.

მაძარი კვარაცხელიას პროგრესით გახარებულია.

“კვარაცხელიას პოზიცია შევუცვალეთ და ხედავთ როგორ თამაშობს. როცა მარცხენა ფლანგზე იყო, მას 3 მცველი ეთამაშებოდა. რა ტაქტიკით ვითამაშებთ ჯენოასთან არ გეტყვით, რადგან ამ ფეხბურთელებს რამდენიმე ტატქიკით შეუძლიათ თამაში. ლინდსტრომის დრო ? მას სათამაშო დრო ეძლევა და ადვილი არ არის კვარაცხელია შეცვალო, ზუსტად ხვიჩას მსგავსი როლი აქვს” – ამბობს მაძარი.

Leave a Comment