ბავშვებს, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ თვეში 400 ლარით დაფინანსდებიან – ნახეთ, ვის ეკუთვნის სახელმწიფო დაფინანსება

ბავშვებს, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ თვეში 400 ლარით დაფინანსდებიან – ნახეთ, ვის ეკუთვნის სახელმწიფო დაფინანსება

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და
ინდივიდუალური განვითარების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს, რომელიც თვეში 400 ლარით ფინანსდება. 

“პრაიმტაიმის” ამ სტატიაში ნახავთ, ვის და როგორ შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა. 

ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, ხოლო ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, კორექტირებული გეგმის წარდგენა, არაუგვიანეს შეცვლილი ინდივიდუალური გეგმის თვის წინა თვისა;

გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას, (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა;

დ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი
წარმომადგენლისთვის კონსულტაციის გაწევა;

ე) 6 თვეში ერთხელ, მოსარგებლისთვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა.) და ა(ა)იპი “საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის“ მიერ დამტკიცებული ანგარიშგების სტანდარტიზებული ფორმის მიხედვით, ელექტრონული სახით ანგარიშის წარდგენა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ 2 თვის განმავლობაში.

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი. სეანსის ღირებულება შეადგენს 20 ლარს. ხოლო თვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 400 ლარს.

ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა?

ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0; F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 17 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც:

ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით შესაბამისი დაწესებულებისთვის განცხადებით მიმართვამდე პერიოდში იყვნენ
რეგისტრირებულნი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში, მაგრამ განცხადებით მიმართვამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში (2
წლის ასაკის შემთხვევაში ბოლო 2 წლის) უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის დროისთვის ქ. თბილისში არიან
რეგისტრირებულნი;

ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, შესაბამისი დაწესებულებისთვის განცხადებით მიმართვის დროს ქ.თბილისის
მუნიციპალიტეტში იყვნენ რეგისტრირებულები, თუ ისინი განცხადებით მიმართვამდე პერიოდში არც ერთხელ არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამავე
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

• მიმწოდებელი დაწესებულება მერიაში მიმწოდებლად რეგისტრაციისას ქვეპროგრამაში რთავს მასთან აღრიცხვაზე მყოფ პირებს;
• ასევე, მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელი დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, ვაკანტური
ადგილის გაჩენის შემთხვევაში. ქვეპროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭება იმ პირს, რომელმაც მიმწოდებელს
განცხადებით უფრო ადრე მიმართა.

თუ მოსარგებლეს სურს დაწესებულების შეცვლა, მას ამის უფლება აქვს ერთჯერადად. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას, პრიორიტეტი ენიჭება დაწესებულების შეცვლის მსურველ მოსარგებლეს.

რა საბუთები უნდა წარადგინოს (მიმწოდებელი დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში)?

მიმწოდებელი დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, განცხადების ფორმას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

• მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით
გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან
პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული საინფორმაციო ბარათი.

• მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოსქვეპროგრამის მიმწოდებელთან ცნობის წარდგენამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოსპირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი;

წყარო : Primetime.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.