„იმედის“ ჟურნალისტი მანჩი გაბელია, რომელიც მცირე ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა გადაღებებზე, დაინიშნა. მისი რჩეული მისივე კოლეგაა ტელეკომპანია „იმედიდან“ -ჟურნალისტი სანდრო გამსახურდია, რომელმაც საყვარელ ქალს ხელი ერთ-ერთ ბარში ყოფნისას მოულოდნელად სთხოვა. მანჩიმ, როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი, ნინი გოგოლაძე წერს: „ომი გამოიარა და მშვიდობის დროს თქვა თანხმობა…“
ვიდეოს სოციალურ ქსელში წყვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დიდი სიხარულით აზიარებენ. „ფორტუნა“ უერთდება მილოცვებს და მანჩისა და სანდროს დიდ ბედნიერებას უსურვებს.
Post Views: 1,364