„პრაიმ ჰაუსი“ პროექტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსი“ პროექტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

გუშინ „პრაიმ ჰაუსში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროექტის წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ.

„მიუხედავად რუსთავის 2-ისა და პრაიმ ჰაუსის ჟიურის არა ერთ გზის მოწოდებისა და გაფრთხილების სახლში მოხდა მორიგი დაპირისპირება რა დროსაც ავთანდილ ჯაფარიძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა გიორგი ნაზღაიძე და მის ოჯახის წევრებს  და ფიზიკური შეურაცხყოფა თავად გიორგის, რა თქმა უნდა, კონფლიქტში ჩაერთო „პრაიმ ჰაუსის“ დაცვის სამსახური, გაანეიტრალა სიტუაცია და ავთანდილ ჯაფარიძე სახლიდან გაიყვანა.

ნებისმიერი სახის ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება არღვევს „პრაიმ ჰაუსის“ წესებს, რასაც ყველა ჯერზე მოჰყვება შესაბამისი ზომები. ძალადობა და შეურაცხყოფა არასდროს უნდა დარჩეს დაუსჯელი და ამიტომაც ავთანდილ ჯაფარიძის მიმართ მიღებული იქნა სამართლიანი და ლოგიკური გადაწყვეტილება. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და „პრაიმ ჰაუსის“ გუნდი ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას და აგრესიას. ავთანდილ ჯაფარიძის საქციელი იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული და ჩარჩოებს გაცდენილი, ამიტომ „რუსთავი 2-ის“ და „პრაიმ ჰაუსის“ ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით მან მიიღო დისკვალიფიკაცია და სამუდამოდ დატოვა „პრაიმ ჰაუსი“.

რაც შეეხება შაბათის ლაივს შოუს, ავთანდილი იყო ერთ-ერთი აუტსაიდერი, ამიტომაც სამის მაგივრად  გვეყოლება ორი აუტსაიდერი – ლიზი და თეო მათგან ერთ-ერთს გადაარჩენს მაყურებელი, ხოლო მეორე ავტომატურად დატოვებს პროექტ „პრაიმ ჰაუს“ეს  ნიშნავს იმას, რომ შაბათის ლაივზე ჟიური არცერთ მონაწილეს არ გადაარჩენს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *