“ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, მოსკოვში ცხოვრობდა… – გიორგი უშიკიშვილი ლევან კბილაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება – ასევე იხილეთ ლუბა უსპენსკაიას ემოციური პოსტი

“ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, მოსკოვში ცხოვრობდა… – გიორგი უშიკიშვილი ლევან კბილაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება – ასევე იხილეთ ლუბა უსპენსკაიას ემოციური პოსტი

“ყველანი მიყვარხართ მეგობრებო” – ასე დაემშვიდობა ლევან კბილაშვილი ამიერ ცხოვრებას…  5 დღის წინ, 15 ივნისს, მომღერალს დაბადების დღე ჰქონდა… 

“დიდი მადლობა ყველას დაბადების დღის მოლოცვისთვის, ყველანი მიყვარხართ მეგობრებო…” – წერდა ლევან კბილაშვილი, ეს მისი უკანასკნელი საჯარო პოსტი იყო. 

ის გიორგი უშიკიშვილის ანსამბლში – “ლაშარელაში” მღეროდა. მომხდარზე სასაუბროდ “პრაიმტაიმი” სწორედ გიორგი უშიკიშვილს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, ლევან კბილაშვილი მოსკოვში ცხოვრობდა და იქ მოღვაწეობდა… 

“ახლა თქვენგან გავიგე ეს საზარელი ამბავი… ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, მოსკოვში ცხოვრობდა… 

ძალიან კეთილსინდისიერი, წესიერი, ნიჭიერი და კარგი მონაცემების მქონე კაცი იყო. ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს ძალიან კარგად ასრულებდა. 

ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება თავისთავად ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა უფრო მეტად საწყენია მისი დაღუპვა, რადგან ჩემი მოსწავლე იყო…” – ამბობს გიორგი უშიკიშვილი…  

ლევან კბილაშვილი ქართულმა აუდიტორიამ მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარიდან” გაიცნო.

“მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ” – ასე ემშვიდობება რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს… ის ემოციურ პოსტს  Instagram-ზე აქვეყნებს. 

“დღეს დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული არტისტი – ლევან კბილაშვილი…

არ მჯერა, რომ ეს მოხდა და ამ სიტყვებს ახლა ვწერ და ცრემლებს ტელეფონის ეკრანს ვაფრქვევ…

ბოლოს და ბოლოს, გასულ ღამეს მისგან მესიჯი და ვიდეო მისი კონცერტიდან მივიღე, მაგრამ დღეს ის აღარ არის… ვერც ერთი სიტყვით ვერ აღვწერ ჩემს მწუხარებას… სიცარიელეს…

არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა… მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ…” – წერს ლუბა უსპენსკაია. 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *