ხელფასები იზრდება – ნახეთ როდიდან მოგემატებათ ყოველთვიური ანაზღაურება

ხელფასები იზრდება – ნახეთ როდიდან მოგემატებათ ყოველთვიური ანაზღაურება

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჯარო სექტორში არსებული ანაზღაურება კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ხელფასებს შორის ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება და ჯამში 50%-იანი მატება იქნება.

„რა თქმა უნდა, მეტი თანხები გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით და უფრო მეტი პროექტები დაფინანსდება. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება გაიზარდოს, 2020 წლამდე პრაქტიკულად არცერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩამორჩენა კერძო და საჯარო სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურებებს შორის ძალიან დიდია, ამიტომ ამას სჭირდება მოწესრიგება.

საჯარო მოხელეები მომატებულ ხელფასს უკვე იანვრიდან აიღებენ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.