ცნობილი დედის, ნინა ცქიტიშვილის მსგავსად, მოდელ თაკო ნაცვლიშვილსაც წარმატებული კარიერა აქვს. ის უმეტეს დროს ევროპაში ატარებს და აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჩვენებასა თუ გადაღებაში. ფოტოებსა და ვიდეოებს კი სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ყოველდღიურად უზიარებს.
თაკო ნაცვლიშვილი საკუთარი პირადი ცხოვრების აფიშირებას ერიდება და ამ თემაზე ხმამაღლა თითქმის არასდროს საუბრობს. როგორც ცნობილია, მისი რჩეული ოთო ხუროძეა. ამჯერად მოდელი სწორედ მასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.
Post Views: 3,182