ვიქტორ ოსიმენის აგენტი კვარაცხელიას აგენტის შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს

ვიქტორ ოსიმენის აგენტი კვარაცხელიას აგენტის შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს

ვიქტორ ოსიმენის აგენტი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ხმაურიან განცხადებას ეხმაურება.

“სხვა ფეხბურთელების მომავალზე ლაპარაკი სწორი არაა. ეს გაუგებრობას ქმნის. ჯუღელის განცხადება ყოვლად მიუღებელია. მისი ეს განცხადება ოსიმენს და ნაპოლის ქომაგებს ერთმანეთთან აპირისპირებს. ჩვენ ხომ კლუბთან ხელშეკრულება ახლახანს გავახანგრძლივეთ. ოსიმენი ამჟამად აფრიკის თასზეა გადართული და შემდგომ ნაპოლის დახმარება სურს. სხვა არაფერი არ განიხილება.” – ამბობს აგენტი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯუღელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენის წასვლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაფხულში ოსიმენი ნაპოლის დატოვებს და საუდის არაბეთში ითამაშებს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *