“ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს – „კლინიკაში 11 კილოგრამი მაქვს დაკლებულიო“, ვუთხარი, მშურს-მეთქი, რადგან ვშრომობ, ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არ გამომდის არაფერი”

“ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს – „კლინიკაში 11 კილოგრამი მაქვს დაკლებულიო“, ვუთხარი, მშურს-მეთქი, რადგან ვშრომობ, ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არ გამომდის არაფერი”

მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მეუფემ კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტყვით. რომ შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 კგ. მაქვს დაკლებულიო. ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი. მე ხომ ვიცი, წონაში დაკლება რასთან არის დაკავშირებული, რამდენს ვშრომობ, რამდენს ვცდილობ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით დავიკლო წონაში და არ გამომდის არაფერი, ძალიან ძნელია. ავადმყოფობით დაკლება ძალიან ცუდია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.