“ჩემთვის იცოცხლა და ჩემით,მან ყველაზე მეტი მაჩუქა რაც კი შეიძლება ადამიანს აჩუქო,ჩემი ყველაფერი ხარ და იქნები..”

“ჩემთვის იცოცხლა და ჩემით,მან ყველაზე მეტი მაჩუქა რაც კი შეიძლება ადამიანს აჩუქო,ჩემი ყველაფერი ხარ და იქნები..”

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში ბებოს შესახებ ემოციურ პოსტს და ფოტოს ავრცელებს:


,,დღეს ჩემი დედა-მამას (როგორც მე მას პატარაობაში ვეძახდი ), ჩემი ბებოს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა…
ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და სითბო! მან გამიკეთა ყველაფერი რაც ევალებოდა და რაც არ ევალებოდა.
მან იცოცხლა ჩემით და ჩემთვის. მან მაჩუქა ყველაზე მეტი რაც კი შეიძლება ადამიანს აჩუქო.

ამ ფოტოზე კი ის კადრია აღბეჭდილი რასაც ღმერთს მთელი გულით ვევედრებოდ,ი მას შემდეგ რაც მაიკო ორსულად დარჩა და ბებიაჩემი კი უმძიმეს დაავადებას ებრძოდა. ყოველ დღე ვთხოვდი ღმერთს, რომ თავის პირველ შვილთაშვილს მოსწრებოდა და ასეც მოხდა. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემზე მეტად უხაროდა ჩემი კარგი ამბავი და ალბათ წარმოგიდგენიათ ჩემი პირველი შვილი როგორ გაახარებდა.
იშვიათად მესიზმრება და ორი დღის წინ დამესიზმრა როგორ მეხუტებოდა…
ზუსტად ისე როგორც გარდაცვალების წინა დღეებში… როგორც პატარა ბავშვი მშობელს…
მიყვარხარ ბე!!

შენი სუნთქვა მენატრება ჩემს სუნთქვასთან გაერთიანებული, ისე როგორც ჩემს ბავშობაში ვსუნთქავდით…
ჩემი ყველაფერი ხარ და იქნები!
მადლობა ყველაფრისთვის!”, – წერს ანდრია გველესიანი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.