“ამის გამო ხარ საუკეთესო შვილი…” – ლევან კბილაშვილის დედის სულისშემძვრელი განცხადება

“ამის გამო ხარ საუკეთესო შვილი…” – ლევან კბილაშვილის დედის სულისშემძვრელი განცხადება

ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევანის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„ვკითხულობ კომენტარებს და ეს გახეთქილი გული უარესად მისკდება – შენნაირად არავინ და არასოდეს არ იმღერებსო დე წერენ…. რა თქმა უნდა, იმღერებენ მაგრამ, შენნაირად მართლა არა და ვერა…

ვინც არ უნდა მდგარიყო შენს გვერდით ისეთი ენერგეტიკა გქონდა ნებისმიერს აამღერებდი, არასოდეს შეგირჩევია, რაღაც ნიშნით მეგობარი, არასოდეს მიგიტოვებია მაშინ, როდესაც შენ სჭირდებოდი მათ, ამიტომ ხარ ძალიან კარგი შვილი, ამიტომ აქვს თუნდაც ამ სიმღერას მილიონზე მეტი ნახვა და ასე იქნება სულ, იმიტომ რომ შენ სხვებს არ ჰგავხარ, იმიტომ რომ შენ სხვის ხარჯზე არასოდეს არაფერი გიკეთებია.

შენ ხარ შენ, შენ ხარ ლევან კბილაშვილი, რომლის ანალოგიც არ განმეორდება და ნურც შეეცდებიან“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *