“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

ლილოს დასახლებაში 13 აგვისტოს 34 წლის ჟანა ხალილოვა ცივი იარაღით მოკლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაული მისმა 17 წლის შვილმა ჩაიდინა.

გარდაცვლილი ქალის მეგობარმა ambebi.ge-ს მოუყვა, რომ ჟანას მეუღლესთან ჰქონდა პრობლემები, რომელთანაც ერთად აღარ ცხოვრობდა.

დედასთან 13 წლის გოგო, ხოლო მამასთან 17 წლის ბიჭი ცხოვრობდა.

„ჟანასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ მგონია, მისმა მეუღლემ ჩაიდინა, დაგეგმა და შემდეგ შვილს შეასრულებინა. მეუღლესთან ჟანას პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა. ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მისი შვილი ცოტა ონავარი ბიჭი იყო. ის მამასთან ცხოვრობდა და დედას ხშირად ხვევდა პრობლემებში.

ჟანას ქმარი ცოლზე ძალადობისთვის იყო გასამართლებული. ვერ ვიჯერებ, რომ მისი შვილის ჩადენილია.

ჟანა იყო ძალიან თბილი, საოცრად მზრუნველი და ქმარ-შვილისგან დაჩაგრული. “ – უყვება ambebi.ge-ს გარდაცვლილი ქალის მეგობარი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *