„მეკითხებიან უფროსი ცოლის მოყვანა როგორ გადაწყვიტეო.. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა” – ზურა ხაჩიძე პირადზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მეკითხებიან უფროსი ცოლის მოყვანა როგორ გადაწყვიტეო.. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა” – ზურა ხაჩიძე პირადზე საჯაროდ ალაპარაკდა

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ მეუღლესთან, ხათუნა ჟორდანიასთან ერთად საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

ჩართული ვიდეო ლაივის სახელწოდებით – „ზურა და ხათუნასთან ერთად“ მიზანი იყო მათი ცხოვრებისეული გამოცდილებების გაზიარება.

„ჩვენმა სიყვარულმა ძალიან ბევრი ქარტეხილი გაიარა და გასავლელიც ბევრია. რა თქმა უნა მარტივი არ არის მშვიდი და წყნარი ცხოვრება“, – აღნიშნა ხათუნამ. ზურამ კი სიტყვა ჩაუჭრა და ხუმრობით აღნიშნა, რომ “გურული ქალის გვერდით ყოფნა მარტივი არ არის”.

როგორც ხათუნა თქვა, ერთად ცხოვრების ყველა ეტაპს ბევრი განსაცდელი მოჰყვება.

წყვილის ურთიერთობაზე ზურამაც ისაუბრა.

„მეკითხებიან უფროსი ცოლის მოყვანა როგორ გადაწყვიტეო.. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ურთიერთობა 20 წელს ითვლის. როგორიც მინდოდა და წარმომედგინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მეორე ნახევარი, ხათუნა ზუსტად ისეთია. მე შემიყვარდა, მე ის ავირჩიე და მასში დავინახე ის თვისებები, რომელიც მე მომწონდა. ხათუნა ჩემი უმაგრესი მეგობარია“, – აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *