”გამწარებული ვიყავი, დავგეგმე რომ დედა დამეთრო და ფანჯრიდან…” – აი რა გაამხილა 17 წლის ბიჭმა დედის მკვლელობაზე

”გამწარებული ვიყავი, დავგეგმე რომ დედა დამეთრო და ფანჯრიდან…” – აი რა გაამხილა 17 წლის ბიჭმა დედის მკვლელობაზე

არასრუწლოვანი შვილის მიერ დედის სატიკი მვკლელობა – “ტვ პირველმა” ნოურუზ ხალილოვის შოკისმომგვრელი ჩვენება მოიპოვა.

ხალილოვი ჰყვება, როგორ სთხოვა მეგობარს ამ საქმეში დახმარება და როგორ შეჰპირდა, რომ მომხდარს მხოლოდ საკუთარ თავზე აიღებდა.

არასრულწლოვანი ჩვენებაში წერს, რომ მკვლელობა თავდაპირველად სულ სხვა სცენარით ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა დედამ წინააღმდეგობა გაუწია და სხვაგვარად მოქმედება მოუწია.

ასევე, ირკვევა, რომ საზარელი მკვლელობის მოტივი ღირსების აღდგენა გახდა.

„მას ვუთხარი, რომ ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას ფანჯრიდან გადაგდების გზით. ვთხოვე, რომ ისიც წამოსულიყო და ასეთ სიტუაციაში მარტო არ დავეტოვებინე. იგი დამთანხმდა და შემპირდა, რომ დამეხმარებოდა დედაჩემის მკვლელობაში.

იმ საღამოს დავგეგმეთ, რომ ჟალა ხალილოვა დაგვეთრო, რის შემდეგაც ჟალას ფანჯრიდან გადავაგდებდი.

რამილი ამ პროცესში დამეხმარებოდა. როცა დედაჩემმა საღამოს სუფრის ალაგება და სამზარეულოში გატანა დაიწყო, მოქმედებაზე გადავედით, შევედი ოთახში, ვწვდი ფეხებში, ავწიე, მაგრამ წინააღმდეგობას მიწევდა.

უკვე ისე ვიყავი გამწარებული, ჯიბიდან დანა ამოვიღე და დაახლოებით 6-7 ჭრილობა მივაყენე დედაჩემს. რამილი პირსახოცს აფარებდა, რომ არ ეყვირა.- ვკითხულობთ ჩვენებაში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *