„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია კიდევ ერთ სიახლესთან დაკავშირებით..” – კახი კალაძე მოსახლეობას მიმართავს

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია კიდევ ერთ სიახლესთან დაკავშირებით..” – კახი კალაძე მოსახლეობას მიმართავს

ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა გადახდის საბანკო ბარათებზე. დღეის მდგომარეობით, როგორც „საქართველოს ბანკთან“, ასევე „თიბისი ბანკთან“ შეთანხმება მიღწეულია და 1-ელი სექტემბრიდან უკვე ამ პროექტის ჩაშვება და განხორციელება შესაძლებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომხმარებელს ცალკე სამგზავრო ბარათი აღარ დასჭირდება.

„იმ ადამიანებს კი, რომელსაც სამგზავრო ბარათები უკვე შეძენილი აქვთ, მათი მოქმედების ვადა როგორც კი ამოიწურება, მომდევნო შენაძენი შესაძლებელია განხორციელდეს პირდაპირ საბანკო ბარათზე მიბმის გზით“, – აღნიშნა კალაძემ.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა.

„პირველი სექტემბრიდან შესაძლებლობა იქნება პლასტიკურ საბანკო ბარათზე ვადიანი სამგზავრო აბონემენტის დარიცხვა.

ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, იმითაც, რომ რადგან თუ ბარათი დაიკარგებოდა, თუ ჩეკი არ გქონდა შენახული, იმ თანხას და ნაყიდ პერიოდს კარგავდი.

1 წლის განმავლობაში ამ ჩეკის შენახვა სირთულეს წარმოადგენს, ამიტომ ამ შემთხვევაში დაკარგული ბარათის აღდგენა შესაძლებელია, როდესაც ბანკის პლასტიკურ ბარათზე გაქვს მიბმული და ამით ეს პრობლემაც აღმოიფხვრება. ჩვენ შევძელით და ორ უმსხვილეს ბანკს მოველაპარაკეთ და ერთდროულად ჩაერთვებიან პირველი სექტემბრიდან, ხოლო, ნებისმიერ ბანკს, რომელსაც ექნება სურვილი, შეეძლება არსებულ სისტემაში ჩართვა“, – განაცხადა წილოსანმა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.