“ყვე­ლა­ზე მძი­მე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ და­ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს” – ნანიკო ხაზარაძე მამის პანსიონატში მიყვანაზე საჯაროდ ალაპარაკდა

“ყვე­ლა­ზე მძი­მე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ და­ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს” – ნანიკო ხაზარაძე მამის პანსიონატში მიყვანაზე საჯაროდ ალაპარაკდა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, რომელმაც 81 წლის მა­მა, მეც­ნი­ერი დათო ხა­ზა­რა­ძე პანსიონატში მიიყვანა, იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა საზოგადოების ნაწილი მას ამ გადაწყვეტილებისთვის მკაცრად აკრიტიკებდა.

“ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო, აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ დავ­წე­რე ვრცე­ლი პოს­ტი და ამას მოჰ­ყვა სა­ში­ნე­ლი ტალ­ღა ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის. ზოგ­მა ჩემი ფოტო გა­მო­დო წარ­წე­რით, რომ ნა­ნი­კომ მამა გა­და­აგ­დო, ჩა­ა­ბა­რა, ჩვენ წა­მო­ვიყ­ვანთ მას და არ და­ვუ­ტო­ვებ­თო. ამის შემ­დეგ მივ­მარ­თე სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს და მო­მა­ნი­ჭეს მხარ­დამ­ჭე­რის სტა­ტუ­სი, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ მე მა­მას ვე­ღა­რა­ვინ წა­მარ­თმევ­და.

გა­ვი­და დრო და მივ­ხვდი, რომ მა­მას­თან ერ­თად პან­სი­ო­ნატ­ში ზუს­ტად იმ ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ, ვინც მე მლან­ძღავ­დნენ. ახ­ლაც ვთვლი, რომ ძა­ლი­ან სწო­რედ მო­ვი­ქე­ცი. ხელ­მე­ო­რედ რომ ეს ვი­თა­რე­ბა გაჩ­ნდეს, მე ისევ ასე მო­ვიქ­ცე­ვი.

მამა ნელ-ნელა დამ­ძიმ­და, მომ­ვლე­ლი კი ჰყავ­და, ვცდი­ლობ­დით კომ­ფორ­ტუ­ლად ეცხოვ­რა, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. გა­უ­საძ­ლი­სი იყო მარ­თლა ყოფა. სახ­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ტა­ნე, რაც მა­მას­თვის სა­ში­ში იყო. ბო­ლოს გა­სა­ღე­ბიც წა­ვარ­თვი და გა­მოვ­კე­ტე ადა­მი­ა­ნი. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ამ დროს მე და­ვი­წყე ძებ­ნა ამ ტი­პის სახ­ლე­ბის. ჩვენ მდი­და­რი ფან­ტა­ზია გვაქვს და ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი არის ის, რაც ვი­ცით. მე ასეთ სახ­ლებ­ში ბევ­რად კარგ პი­რო­ბებს ვე­ლო­დი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ პი­რო­ბებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თუმ­ცა ძა­ლი­ან კარგ სახ­ლშია მამა, მაგ­რამ მე მა­ინც სხვა წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

რო­დე­საც მი­ვიყ­ვა­ნე, დამ­ძა­ბა იმ გა­რე­მომ რაც დამ­ხვდა. ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღეს მამა და იქ ის ძა­ლი­ან დამ­შვიდ­და. იქი­დან არც ერთხელ არ გაქ­ცე­უ­ლა და მივ­ხვდი, რომ ეს ის არის, სა­დაც არის მამა. ყვე­ლა­ზე მძი­მე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ და­ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს.

როცა მამა იქ წა­ვიყ­ვა­ნე, თა­ვი­დან ერთი კვი­რა, ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი გა­ჩერ­და ანუ დღე­ში ათა­სი ზარი არ შე­მო­დი­ო­და, რო­მე­ლიც მთხოვ­და, გა­ხა­რია გა­მეყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, ან მებ­ნე­ბო­და, რომ ია ფა­რუ­ლა­ვა იყო სახ­ლში, რად­გან მას ტე­ლე­ვი­ზი­ით ხე­დავ­და და ასე შემ­დეგ… შემ­დეგ იყო ის, რომ იმოქ­მე­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა აზ­რმა. ჩემს შეგ­რძნე­ბებ­ზე ეს მა­ინც მოქ­მე­დებ­და. ახ­ლაც ძა­ლი­ან მი­ჭირს იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვიცი, მა­მამ იქ უნდა და­ას­რუ­ლოს სი­ცო­ცხლე“, – ამბობს ნანიკო ხაზარაძე „რადიო თავისუფლებასთან“.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *