“მთავარი არხი” ლაშა ნაკაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მთავარი არხი” ლაშა ნაკაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მთავარი არხი” ლაშა ნაკაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

,,მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არც ერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”,  -აღნიშნულია განცხადებაში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *