დიდი ტრაგედია დატრიალდა ცოტახნის წინ უჯარმაში. უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 21 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს. გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.
”კანალებზე ასულან. პატარა ძმას ფეხი ჩასცდომია და სადღაც 20 მეტრში ყოფილან გვირაბამდე. იმ გვირაბში ის რომ შევიდა, დაუძახია მიშველეო, მერე ძმა გადახტა საშველად. საბანაოდ არ იყვნენ, ტყეში წავიდნენ, სტუმარი ჰყოლიათ…
არც იცოდნენ ცურვა და ძალიან სწრაფი მდინარეა.. იქ რომ ჩახვიდე, თუ პროფესიონალი არ ხარ, ვერ ამოხვალ.
არხი დააშრეს ბოლომდე და სიმინდებში იყვნენ გატანილი” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
Post Views: 958