არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი პროფესიის წყალობით გახდნენ ცნობილები. ასეთი ბევრია. არსებობენ ისეთებიც, ოღონდ ბედნიერი გამონაკლისის სახით, ვინც თავად აქცია საკუთარი პროფესია პოპულარულად.
სწორედ ასეთი პროფესიონალია სტილისტი მიშა გასიტაშვილი. მისი კლიენტების უმრავლესობისათვის ის დიდი ხანია მარტო „პარიკმახერი“ ნამდვილად აღარაა. მიშა, პირველ რიგში, მათი მეგობარია.
„ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მიულოცა დაბადების დღე საყვარელ სტილისტს და მეგობარს მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში. სოფომ წელიწადნახევარი გაატარა ამერიკაში.
Post Views: 2,297