ნახეთ რატომ გაითიშა adjaranet.com და imovies.cc

ნახეთ რატომ გაითიშა adjaranet.com და imovies.cc

ვებგ­ვერ­დე­ბი, რომ­ლის საშუალებითაც ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სხვადასხვა ფილმებს უყურებდა გა­თი­შუ­ლია. „სა­ი­ტი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ცეს­შია“ – საიტზე შესვლისას კი ეს წარწერა დაგხვდებათ. 

ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ Facebook-მა და instagram-მა ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნოს­ტუ­დი­ე­ბის – “დის­ნეი”, “პა­რა­მა­უნ­ტი”, “ვორ­ნე­რი”, “უნი­ვერ­სა­ლი”, “სონი, “ნე­ტფ­ლიქ­სი” – გა­ერ­თი­ა­ნე­ბა MPA (Motion Picture Association)-ის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ქარ­თულ პი­რა­ტულ სა­ი­ტებს (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge), რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ავ­რცე­ლებ­დნენ და არეკ­ლა­მებ­დნენ მო­პა­რულ ფილ­მებს და სე­რი­ა­ლებს, “ფე­ის­ბუქ” და “ინ­სტაგ­რამ” პლატ­ფორ­მებ­ზე გვერ­დე­ბი წა­უ­შა­ლა.

მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­მე­კობ­რე­უ­ლი ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ ფორ­მას მი­ი­ღებ­და. მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ google-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა და google-ის სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, პი­რა­ტულ სა­ი­ტებს შე­ზღუ­დავ­და.

ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი, რო­მე­ლიც პი­რა­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას კრძა­ლავს, მა­რე­გუ­რი­ლე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო და გუ­შინ შე­ვი­და ძა­ლა­ში. სა­ი­ტე­ბის წარ­მო­მაგ­დე­ნე­ლი ამ ეტაპ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს… სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის გიგა კო­ბა­ლა­ძის განცხადებით სა­ი­ტებს ორი გზა აქვთ, ან ლე­გა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნონ ფილ­მე­ბი და სე­რი­ა­ლე­ბი, რო­მელ­საც სა­ი­ტებ­ზე ათავ­სე­ბენ, ან გა­ა­უქ­მონ ვებგ­ვერ­დე­ბი.

წყარო: bpn.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *