ჯანსუ დერეს იდუმალებით მოცული ცხოვრება და ღალატი, რომელმაც თურქ ვარსკვლავს სიყვარულზე უარი ათქმევინა

ჯანსუ დერეს იდუმალებით მოცული ცხოვრება და ღალატი, რომელმაც თურქ ვარსკვლავს სიყვარულზე უარი ათქმევინა

ჯანსუ დერე კიდევ ერთი თურქი მსახიობია, რომელსაც ქართველები კარგად იცნობენ. მისი ნამუშევრებიდან თავდაპირველად მაყურებელმა ტელესერიალი “სილა” ნახა და მალევე დაიპყრო ყველას გული. მას შემდეგ მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი გმირი შექმნა და პროფესიული თვალსაზრისით დიდ წარმატებას მიაღწია.

Rating

დღეს ჯანსუ დერე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობია. ის ამ დროისთვის თურქულ ფსიქოლოგიურ თრილერში მონაწილეობს, რომელსაც “მოღალატე” ჰქვია და რომელიც ბიბისის გახმაურებული სერიალის, “ექიმ ფოსტერის” თურქული ადაპტაციაა.

Rating

ჯანსუ დერე დაქორწინებული არ არის, თუმცა სხვადასხვა დროს მედიაში მას სკანდალურ სასიყვარულო ურთიერთობებს უკავშირებდნენ. ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ურთიერთობა უკავშირდება თურქ კომიკოსს, ჯემ ილმაზს. რომანი იმით დასრულდა, რომ ილმაზმა ჯანსუს საუკეთესო მეგობართან უღალატა, რაც გაცილებით რთული გადასატანი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჯანსუ დერეს სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა არავისთან ჰქონია.

Rating

თურქული მედიის ცნობით, 2017 წელს ის ხვდებოდა ენგინ აქიურექს, თუმცა მსახიობს ეს ცნობები თავად არ დაუდასტურებია. პირად ურთიერთობებზე ჟურნალისტებთან არასდროს საუბრობს.  ის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ვარსკვლავია.

Rating

მსახიობი 40 წლისაა, მას არ ჰყავს შვილი, თუმცა საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ასრულებს დედის როლს და თან იმდენად სრულყოფილად, რომ საზოგადოების გაკვირვებასაც კი იწვევს.

Rating

ჯანსუ დერეს თურქეთში ინტელექტუალ მსახიობს უწოდებენ, რომლის შინაგანი კულტურა, გონება და განათლება მის ვიზუალში და მზერაშიც კი ჩანს. როდესაც პატარა იყო ბალერინობაზე ოცნებობდა, მოგვიანებით არქეოლოგობა სურდა და მეორად პროფესიად სტამბულის უნივერსიტეტში სწავლის დროს სწორედ ამიტომ აირჩია არქეოლოგია.

2000 წელს მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში და მესამე ადგილზე გავიდა. ეს ღონისძიება კი შოუ ბიზნესში ჯანსუს წარმატებისთვის ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა, მალე ის პროფესიონალი მოდელი გახდა. 2002 წელს უკვე წარმატებული მოდელი იყო, როდესაც თურქულ ფილმში ეპიზოდური როლი შესთავაზეს.

ამ როლით მან თურქი რეჟისორების ყურადღება მიიპყრო და მალე გადაიღეს პოპულარული სერიალი “სილა,” რომელიც მსახიობის კარიერაში პირველი სერიოზული როლი იყო. 2009 წელს ჯანსუ კიდევ ერთ წარმატებულ თურქულ სატელევიზიო პროექტ “ეზელში.” გადაიღეს და მალე ერთ-ერთ ავტორიტეტულ მსახიობად ჩამოყალიბდა.

Rating

წყარო : Reitingi.ambebi.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.