“ფაფახი ფაფახის წინააღმდეგ..” – ხაბიბ ნურმაგომედოვმა დვალიშვილს მიმართა და ბრძოლა შესთავაზა

“ფაფახი ფაფახის წინააღმდეგ..” – ხაბიბ ნურმაგომედოვმა დვალიშვილს მიმართა და ბრძოლა შესთავაზა

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, დიდების დარბაზის წევრმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. დაღესტანელს სურს, რომ ქართველი მებრძოლი, მის ბიძაშვილს, უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდეს.

“შეუძლებელია მებრძოლი კარიერის პიკში ორჯერ იყოს – ეს მაშინ დასტურდება, როცა ისინი საუკეთესოებს ებრძვიან და მარცხდებიან. რა თქმა უნდა, ალდოს და როკჰოლდს ახლა ბევრი მებრძოლის დამარცხება შეუძლიათ, თუმცა თუ მერაბს შევადარებთ… შეხედეთ მერაბს, ზედიზედ 8 მოგება – ის უბრალო მებრძოლი არაა, სწორედ ასეთი მოწინააღმდეგეები გიჩვენებენ შენს დონეს. ძალიან დაინტერესებული ვარ და მინდა ვიხილო მერაბის და ჩემი ბიძაშვილის, უმარ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა – ისინი პოტენციური მეტოქეები არიან, ახლო მომავალში იჩხუბებენ. მართალია, მერაბი ახლა რეიტინგში უფრო მაღლაა, თუმცა უამრმა ახლა დაიწყო თავისი გზა, მერაბიც ჯერ ახალგაზრდაა – ისინი პოტენციური მეტოქეები არიან. ფაფახი ფაფახის წინააღმდეგ – ეს ძალიან საინტერესოა. ჩვენ მერაბს დიდი პატივს ვცემთ”

წყარო : ლიდერსპორტი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.