“ჯერ არცერთი მამაკაცი არ მყვარებია, ჩემი ქმარიც კი.. ორივეს დანაშაული იყო ჩვენი ოჯახის შექმნა” – ვინ არის და რას ამბობს ქმარზე ნინო ოძელაშვილი

“ჯერ არცერთი მამაკაცი არ მყვარებია, ჩემი ქმარიც კი.. ორივეს დანაშაული იყო ჩვენი ოჯახის შექმნა” – ვინ არის და რას ამბობს ქმარზე ნინო ოძელაშვილი

ქართველი მოჭიდავე ნინო ოძელაშვილი ჟურნალ თბილისელებთან თავის ოჯახსა და ყოფილ მეუღლეზე საუბრობს. მისი თქმით მისი და მისი მეუღლის ქორწინება სრული შეცდომა იყო.


“ჯერ არც ერთი მამაკაცი არ მყვარებია, ჩემი ქმარიც კი. ორივეს დანაშაული იყო ჩვენი ოჯახის შექმნა, მეც არ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. უბრალოდ, მას ვენდე და დავუჯერე, როცა მითხრა, ყველაფერში ხელს შემიწყობდა. ჩემთვის სპორტში მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს, შესაბამისად, გვერდით მინდოდა მყოლოდა ადამიანი, რომელიც ამ მხრივ პრობლემას არ შემიქმნიდა, თუ არადა, საერთოდ არ შევქმნიდი ოჯახს. მისგან კი მქონდა ეს დაპირება – ოღონდ მისი ცოლი ვყოფილიყავი და ყველაფერს გააკეთებდა. მეც ვენდე და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, გაცნობიდან ერთ წელიწადში დავოჯახდით. ვფიქრობდი, კარიერის პარალელურად, ოჯახი მექნებოდა, მეყოლებოდა შვილები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა, ყველაფერზე ეჭვიანობდა, რის გამოც ურთიერთობა დაგვეძაბა…”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *