ვალერი მელაძის შუათანა ქალიშვილი, სოფიკო გათხოვდა. 23 წლის გოგონას რჩეული სავა ბაიბაკოვი გახდა. როგორც რუსული მედია წერს, მის შესახებ დიდი არაფერია ცნობილი, ის ნაკლებად საჯარო პერსონაა.
გოგონას ქორწილიდან ფოტოები მისმა დამ, არინამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
პატარძალმა საქორწინო ცერემონიისთვის „ბოტეგა ვენეტას“ კრემისფერი მოკლე კაბა შეარჩია.
ვალერი მელაძის პირველი ქორწინებიდან ირინა მელაძესთან სამი ქალიშვილი ჰყავს. სოფიკოს არინას გარდა კიდევ ერთი და ჰყავს, ინგა. 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვალერი მელაძემ პირველ ცოლთან გაყრა გადაწყვიტა და მომღერალ ალბინა ჯანაბაევას დაუკავშირა თავისი ცხოვრება, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, ბიჭი და გოგონა.
Post Views: 2,806