“ახლა როგორ გითხრა მშვიდობით. ენით აუწერელია ისე მიჭირს” – ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ტრაგიკულად გარდაიცვალა

“ახლა როგორ გითხრა მშვიდობით. ენით აუწერელია ისე მიჭირს” – ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ტრაგიკულად გარდაიცვალა

„ახალი თაობის“ დამფუძნებელი, სოსო გოგინაშვილი გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას ძალიან ბევრი ჟურნალისტი დიდი გულისტკივილით ეხმიანება.

„ეჰ, ჩვენი თაობის რაღაც დიდი წილი წაიღო ამ კაცმა…ვგრძნობ ამ სიცარიელეს და ვფიქრობ,, რა დავარქვა იმას, რაც წაიღო… ლამაზი, ახალი, ცოტა მშიერი, სულიერებას მოწყურებული, თავისუფლების მოყვარული და კერასინკის სუნგამოყოლილი თაობა ვიყავით… დიდი ამბიციები რომ გვქონდა! ეს კაცი გვაჯერებდა, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვეძლო… ხუმრობით თუ მართლა, არ ვიცი, მაგრამ დავიჯერეთ!!! ახლა კი , მას უნდა ვუთხრათ, – მშვიდობით! თან წაიღო რაღაც დიდი და ყველას ტკივილს ვიზიარებ, ვინც გრძნობს ამ სიცარიელეს!!! “,-წერს ეკა ასათიანი.

„ჩვენი სოსო გოგინაშვილი აღარ არის. ძალიან დიდი კაცი…… მადლობა სოსო, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე რომ შემხვდი, ხელი მომკიდე და გზა მაჩვენე! მადლობა, რომ ღირებულებებისთვის ბრძოლა მასწავლე! მადლობა, რომ დაიჯერე, ყველაფერი რომ გამოგვივიდოდა! მადლობა “ახალი თაობისთვის”! მადლობა თავისუფლებისთვის…… მადლობა, რომ ჩვენ “ახალთაობელებს” შენი გაცნობის და შენთან ურთიერთობის პატივი გვერგო! მადლობა და როგორ ადრე იყო ჯერ, ძალიან ადრე….“,- წერს ანი მიროტაძე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *