”კლინიკაში ყვიროდა მე წავუკიდე ცეცხლიო…” – ახლახანს ქმრის მიერ მოკლულ ქალზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა

უცებ მივვარდით და დავინახეთ თეონას ცეცხლი ეკიდა, ბავშვებმა დაინახეს ყველაფერი…” – რა მოხდა სინამდვილეში წყალტუბოში?

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ პატ­რი­კეთ­ში 33 წლის ქალი სხე­უ­ლის მძი­მე დამ­წვრო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის ზუსტ მი­ზეზს პო­ლი­ცია ად­გენს, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კი ორ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

გარ­დაც­ვლი­ლი 33 წლის თე­ო­ნა დო­ღო­ნა­ძეა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოხ­და.

“ყვი­რი­ლის ხმა გა­ვი­გო­ნეთ, გა­ვე­დით და ვნა­ხეთ, თე­ო­ნა დამ­წვა­რი იყო, ცე­ცხლი ეკი­და ფე­ხებ­ზე და ხე­ლებ­ზე. გონ­ზე იყო, თა­ვად ავი­და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში. რა მოხ­და არ ვი­ცით, მე­უღ­ლემ წა­უ­კი­და თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ ად­გილ­ზე და მათ იცი­ან, რა მოხ­და. გუ­შინ ჩხუ­ბი არ გაგ­ვი­გია, თუმ­ცა ადრე კა­მა­თი ჰქონ­დათ, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი” – გა­ნა­ცხა­დეს მე­ზობ­ლებ­მა.

ცნობისთვის, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე და 188-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *