ტელეწამყვან მარიამ სანოგოს ბაბუა გარდაეცვალა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამის დედა წერს და მამის ფოტოს აქვეყნებს.
„მამა ძვირფასი, მარიამისთვის გამზრდელი, გიორგისთვის გმირი, დედასთვის მთელი სიცოცხლე“,- წერს მარიამის დედა.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მარიამ სანოგო იხსენებდა, როგორ უვლიდნენ ერთად ის და ბაბუა ბაღს, რომელშიც სხვადასხვა სახის მცენარეები მოჰყავდათ.
„ბევრი ძაღლი მყავს, გავაკეთე პატარა ბოსტანი. საქართველოში სოფლის მეურნეობა საკმაოდ კარგადაა განვითარებული, ამიტომ ჩემი ბოსტანი ცოტა თამამი ნათქვამია, მაგრამ ჭიას ვახარებ. მომყავს სხვადასხვა სახის მწვანილი, ბოსტნეული, ვნახოთ, როგორ მოახერხებს გახარებს, რადგან საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რაც ხშირად არ მაქვს. ასევე, ჩემს ეზოში სხვადასხვა მცენარის კულტივაციას ვეწევი (იცინის). გამოცდილებაც მაქვს, მე და ბაბუაც ხშირად ვუვლიდით მცენარეების სხვადასხვა სახეობას. ახლა ჩემით, დამოუკიდებლად გადავწყვიტე ლავანდების მოშენება და ა.შ.“,- ამბობდა მარიამ სანოგო.