”პა­ტარ­ძალს შუა ქორწილში მანქანამ მო­ა­კი­თხა, შე­მოგ­ვიბ­რუნ­და და თქვა…” – პატარძალმა საქმრო შუა ქორწილში მიატოვა

”პა­ტარ­ძალს შუა ქორწილში მანქანამ მო­ა­კი­თხა, შე­მოგ­ვიბ­რუნ­და და თქვა…” – პატარძალმა საქმრო შუა ქორწილში მიატოვა

ცნო­ბი­ლი ფლო­რის­ტი, “გარ­დე­ნი­ას” მფლო­ბე­ლი ზურა შე­ვარ­დნა­ძე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას უზი­ა­რებს, რო­მე­ლიც მის ბაღ­ში, ერთ-ერთი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ი­სას მოხ­და.

“მსგავ­სი ამ­ბა­ვი მარ­ტო კი­ნო­ში­თუ მი­ნა­ხავს, მგო­ნი იქაც არა..ჯერ გა­ზა­ფხუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი წყვი­ლი მო­ვი­და ბაღ­ში სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ტყო­ბად.

ვი­სა­უბ­რეთ, გა­ვი­გე მათი სურ­ვი­ლე­ბი, მო­თხოვ­ნე­ბი, რა და რო­გორ წარ­მო­ედ­გი­ნათ. შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე მშობ­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, შევ­თან­ხმდით, დავ­გეგ­მეთ, ავე­წყვეთ. სექ­ტემ­ბერ­ში დავ­ჯავ­შნეთ შა­ბა­თი დღე, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე ხში­რად, მშობ­ლებ­მა გა­და­ი­ხა­დეს ყვე­ლა­ფე­რი. მას შემ­დეგ შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს სამ­ჯერ კი­დევ შევ­ხვდით, ყვა­ვი­ლის ფერი, გირ­ლი­ან­დის ფორ­მა, მუ­სი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მა, შუშ­ხუ­ნე­ბი ტორ­ტის გაჭ­რი­სას, მე­ნი­უს დე­ტა­ლე­ბი, გა­ნა­თე­ბა, გახ­მო­ვა­ნე­ბა, სა­ქორ­წი­ლო ფო­ტო­სე­სი­ის წვრილ­მა­ნე­ბი, ფო­ტა­გა­და­ღე­ბის­თვის გვირ­გვი­ნის და თა­გუ­ლის ზომა და ფე­რიც კი შე­ვა­თან­ხმეთ. ღვი­ნო კა­ხელ­მა ბი­ძამ ითა­ვა სა­კუ­თა­რი მარ­ნი­დან. უშ­ვე­ლე­ბე­ლი, ლა­მა­ზი ჟო­ლოს ტორ­ტი თა­ვად და­უკ­ვე­თეს ცნო­ბილ მცხო­ბელს.

დად­გა ნა­ნატ­რი დღე, 80 სტუ­მა­რი ბი­ჭის მხრი­დან ცოტა ნაკ­ლე­ბი გო­გოს მხრი­დან. გავ­შა­ლეთ, მოვ­ფურ­ჩქნეთ, მო­ვაკ­რუ­ჭუ­ნეთ.. უკ­რავს ფო­ნუ­რი მუ­სი­კა, ბენ­დი მზა­დაა, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი მზად არი­ან, სამ­ზა­რე­უ­ლო სრულ მზად­ყოფ­ნა­შია, ელავს ბრო­ლის ჭურ­ჭე­ლი, ყვა­ვი­ლი ბრდღვი­ა­ლებს, ხე­ლის მო­წე­რის სა­ცე­რე­მო­ნი­ოდ სივ­რცე გა­ფუ­შფუ­შე­ბუ­ლია, ლი­მო­ნის­ფე­რი ყვა­ვი­ლი ჭარ­ბობს, ასე ისურ­ვეს…

მობ­რძან­დნენ სტუმ­რე­ბი, მიმ­ტა­ნე­ბი მი­ე­გებ­ნენ ლან­გრებ­ზე ჩა­ცი­ვე­ბუ­ლი შუშ­ხუ­ნა ღვი­ნით. მო­აქვთ და ერთ კუ­თხე­ში აგ­რო­ვე­ბენ სა­ჩუქ­რებს. მეფე პა­ტარ­ძა­ლი იგ­ვი­ა­ნებს. 18 სა­ათ­ზე ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი რომ მოვ­ლენ ჯვრის­წე­რი­დან. გახ­და 7 სა­ა­თი, მზა­რე­უ­ლე­ბი ბო­ბოქ­რო­ბენ, რას ვი­ზამთ ხდე­ბა ხოლ­მე.გახ­და რვის­ნა­ხე­ვა­რი, აჩოჩ­ქოლ­დნენ სტუმ­რე­ბი, მო­ვიდ­ნენ, მო­ვიდ­ნენ… რო­ი­ალ­თან დაჯ­და მუ­სი­კო­სი, მო­ემ­ზად­ნენ მე­ვი­ო­ლი­ნე­ე­ბი, არ შე­მო­დი­ან… დაბ­ნელ­და­სა­ვით, ავან­თეთ ჭა­ღე­ბი. უც­ნა­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბაა, გა­მოჩ­ნდა სიძე, შე­მო­ეხ­ვივ­ნენ.

პა­ტარ­ძა­ლი არ შე­მო­დის, ბა­ღის შე­მო­სას­ვლელ­ში ზის სა­ლა­როს ოთახ­ში. მი­ა­კი­თხეს, არის გნი­ა­სი, არ შე­მო­დის, არ შე­მო­დის. სიძე ხან სტუმ­რებ­თან მო­დის ხან პა­ტარ­ძალ­თან გარ­ბის. ღე­ლავს დედა, სა­დე­დამ­თი­ლო იღ­რი­ნე­ბა, ვე­რაფ­რით არ­წმუ­ნე­ბენ რომ შე­მო­ვი­დეს. აღა­რაა საშ­ვე­ლი, ჩა­ვე­რიე, მი­ვა­კი­თხე, მო­ვე­ფე­რე, შე­ვა­ქე, ვთხო­ვე მა­რი­ამ, გე­ლო­დე­ბით მობ­რძან­დით, უხერ­ხუ­ლია ისე , ასე, ვე­რა­ფე­რი, სი­ტყვა­საც არ ძრავს… სი­ძემ რა ქნას აღარ იცის, ვე­რაფრს ვშვე­ლით…

არ გა­სუ­ლა ოცი წუთი პა­ტარ­ძალს მო­ა­კი­თხა გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა მან­ქა­ნამ, შე­მოგ­ვიბ­რუნ­და უმი­სა­მარ­თოდ თქვა: ბე­ბია მო­მე­ნატ­რა, ქუ­თა­ის­ში მივ­დი­ვარ, არ გა­ბე­დოს ვინ­მემ და­მე­დევ­ნოს ან იქ ჩა­მო­მა­კი­თხო­სო, გვირ­გვი­ნი და ფატა მო­იხ­სნა, ბუჩ­ქზე მი­ა­კი­და და წა­ვი­და…

არას­დროს ასეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, ყვე­ლა და­იბ­ნა, და­დუმ­და.. ვე­რა­ვინ ვერც ვე­რა­ფე­რი ქნა ვერც ვე­რაფ­რი თქვა. ლუკ­მა რაა ის არ­ვის აუ­ღია, ჭიქა წყა­ლი რაა ისიც არა­ვის და­უ­ლე­ვია. რო­დის წა­ვი­და სტუმ­რე­ბი ჩუ­მად, უსი­ტყვოდ დარ­ცხვე­ნი­ლი ვერ გა­ვი­გეთ, დავ­რჩით გა­ო­ცე­ბუ­ლი, და­ზაფ­რუ­ლი.ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ, რო­მე­ლიც რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლი­დან მო­დის ხოლ­მე ცე­რე­მო­ნი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად თქვა: ოც­და­ა­თი წე­ლია ქორ­წი­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ვმუ­შა­ობ, რაღა არ მი­ნა­ხავს, რას არ შევ­სწრე­ბი­ვარ, არა­კე­ბად შე­მიძ­ლია, გიმ­ბოთ მაგ­რამ ასე­თი არა­ფე­რი შემ­ხვედ­რი­აო.არ­ვი­ცი, ვე­რა­ფერს ვამ­ბობ, რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და და მა­ინც ვე­რა­ფერს ვამ­ბობ. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. პურ­მა­რი­ლი მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში მი­ვი­ტა­ნეთ გვი­ან ღა­მით დიდი ყუ­თე­ბით.” – წერს შე­ვარ­დნა­ძე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.