“ნაპოლის” დირექტორმა კვარაცხელიას ხელფასი დაასახელა

“ნაპოლის” დირექტორმა კვარაცხელიას ხელფასი დაასახელა

“ნაპოლის” დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ამ კითხვას პასუხი იტალიურ გამოცემასთან, Corriere dello Sport-თან ინტერვიუში გასცა:

“ხვიჩას კვარაცხელია წელიწადში ხელფასის სახით 1,7 მილიონ ევროს იღებს, 1,2 მილიონს  კი გადასახადების გადახდის შემდეგ. ლორენცო ინსინიეს 9 მილიონი ჰქონდა, გადასახადების გადახდის შემდეგ კი 4,5 მილიონს იღებდა. რისკზე უნდა წავსულიყავით. პანდემიამ დიდი ფინანსური ზიანი მოგვაყენა და კლუბი უნდა მოგევძლიერებინქ. ამისათვის სახელფასო ჭერი უნდა შეგვემსუბუქებინა. ჩვენი ლიდერების, ინსინიეს, მერტენსის, კულიბალის გაშვება იძულებითი გადაწყვეტილება გახლდათ.” – განაცხადა ჯუნტოლიმ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *