რომელი ცნობილი მსახიობის შვილია და როგორ გადალახა სიმსუქნე – უცნობი ფაქტები თურქული კინოს ამომავალ ვარსკვლავზე

რომელი ცნობილი მსახიობის შვილია და როგორ გადალახა სიმსუქნე – უცნობი ფაქტები თურქული კინოს ამომავალ ვარსკვლავზე

თურქული სერიალების ვარსკვლავებს შორის ბოლო დროს ამობრწყინდა აკინ აკინოზიუ, რომელიც მთავარ როლს ასრულებს “თავქარიანში”. მას უკვე სერიალების ქართველ მაყურებლებს შორისაც ჰყავს გულშემატკივრები. 
აკინი 1990 წელსაა დაბადებული საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. დედამისი თურქული კინოს ვარსკვლავი ოზლემ აკინოზიუა. 

mshoblebi

დედასთან ერთად

დედას უნდოდა, რომ აკინიც მსახიობი გამხდარიყო, თუმცა მას მათემატიკა უფრო იტაცებდა. ჯერ ანკარაში დაამთავრა მათემატიკური კოლეჯი, მერე კი კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტში ჩააბარა ამავე ფაკულტეტზე. წლები იცხოვრა ამერიკაში, თუმცა შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და დედის დაჟინებით, კინოში სცადა ბედი. 

mshoblebi

მით უმეტეს, რომ თავისი ნებისყოფის წყალობით,მკვეთრად დაეკლო წონაში – ახლახშირად ავრცელებენ მის ძველ ფოტოებს, საიდანაც კარგად ჩანს სხვაობა. როგორც თავად ამბობს, ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში სპორტი დაეხმარა და ჯანსაღი კვება. 

mshoblebi

ერთ-ერთი პირველი როლი “დიდებულ საუკუნეში” შეასრულა. მას მერე წარმატება ეწვია და დღეს მის ანგარიშზე უკვე რამდენიმე ცნობილი სერიალია. 

mshoblebi

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამჟამად სომხური წარმომავლობის ამერიკელ გოგონას, პროფესიით მენეჯერ სანდრა პასტემალჩიანს ხვდება, რომელიც კალიფორნიაში სწავლის პერიოდში გაიცნო.

mshoblebi

წყარო : Mshoblebi.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *