ხვიჩას მე-10 გოლი ნაკრებში – რომელ ადგილზეა კვარაცხელია საქართველოს ყველა დროის ბომბარდირთა სიაში და რამდენი გოლი აშორებს პირველ ადგილს

ხვიჩას მე-10 გოლი ნაკრებში – რომელ ადგილზეა კვარაცხელია საქართველოს ყველა დროის ბომბარდირთა სიაში და რამდენი გოლი აშორებს პირველ ადგილს

ხვიჩა კვარაცხელიამ გიბრალტარის ნაკრებსაც გაუტანა და ნაკრებში უვკე 10 გოლი დაუგროვდა. ხვიჩამ მე-9 ადგილზე გადაინაცვლა (გაასწრო მიხეილ ყაველაშვილს). კვარას 19 სანაკრებო შეხვედრაში 10 გოლის გარდა, 6 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტიც აქვს. ვთქვათ ისიც, რომ ხვიჩა ჯაბა კანკავას დაეწია, რომელსაც ასევე 10 გოლი აქვს.

ყველა დროის ბომბარდირთა ათეული ასე გამოიყურება.

10. მიხეილ ყაველაშვილი – 9 გოლი

9. ხვიჩა კვარაცხელია – 10 გოლი

8. ჯაბა კანკავა – 10 გოლი

7. ლევან კობიაშვილი – 12 გოლი

6. გიორგი დემეტრაძე – 12 გოლი

5. ვაკო ყაზაიშვილი – 13 გოლი

4. თორნიკე ოქრიაშვილი – 13 გოლი

3. ალექსანდრე იაშვილი – 15 გოლი

2. თემურ ქეცბაია – 17 გოლი

1. შოთა არველაძე – 26 გოლი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *