“ეს კლასელების დედიკოები ნუ გამომიხტებით, ისედაც თქვენი გაუბედურებული ცხოვრებით ” – მარიამ ჩაგანავა საზოგადეობას მიმართავს

“ეს კლასელების დედიკოები ნუ გამომიხტებით, ისედაც თქვენი გაუბედურებული ცხოვრებით ” – მარიამ ჩაგანავა საზოგადეობას მიმართავს

“პრაიმტაიმი” პროექტ “პრაიმ ჰაუსის” მონაწილეს მარიამ ჩაგანავას ესაუბრა :

„ველოდი აუტსაიდერობას, ძალიან ნეგატიურად არიან ჩემს მიმართ განწყობილები. ვარ ჩვეულებრივი ბულინგის მსხვერპლი, მაბულინგებს ნახევარი საქართველო, ეს პარიზიდან ჩამოთრეული აშარაშკა, ამას თავი ვინ ჰგონიაო. ყველას პირში ვეუბნები ყველაფერს და არ მრცხვენია აზრის გამოხატვის. ზოგადად, ქართველებს გვჩვევია, რომ პირდაპირობა და სიმართლე არ გვიყვარს. 

ჩემი აზრით, ხალხმა უნდა გამოიღვიძოს, ეს იყო ჩემი მთავარი მესიჯი. 

ძალიან გთხოვთ, ეს კლასელების დედიკოები ნუ გამომიხტებით, ისედაც თქვენი გაუბედურებული ცხოვრებით და ჩემს ოჯახს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. ყოველთვის მაკრიტიკებდნენ ჩემი ჩაცმულობის გამო, ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ის არის, რომ თავად არ აძლევდნენ ოჯახში იმის უფლებას, რაც უნდოდათ ის გაეკეთებინათ და ყოფილიყვნენ თავისუფლები. მოგმართავთ, ძალიან გთხოვთ, თქვენი გაუბედურებული ცხოვრებით სხვას ნუ აბულინგებთ. მე ვერანაირ ზიანს ვერ მომაყენებენ, არ მინდა, რომ ჩემს ოჯახს ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს“ – ამბობს მარიამი “პრაიმტაიმთან”

წყარო : “პრაიმტაიმი”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *