”შეყვარებულს გული სხვანაირად მიცემს…” – რუსკა ქარქაშიძე შეყვარებულია – ვინ არის რუსკას რჩეული?

”შეყვარებულს გული სხვანაირად მიცემს…” – რუსკა ქარქაშიძე შეყვარებულია – ვინ არის რუსკას რჩეული?

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე შეყვარებულია. მისი თქმით, შეყვარებულს მეტი მოტივაცია აქვს, არ იღლება და თვალებიც სხვანაირად უბრწყინავს.

„ხელოვნებასთან არ აქვს შეხება, ბიზნესის სფეროშია. მართლა დაუგეგმავი ყოფილა სიყვარული და დროს არ ემორჩილება. პირველივე შეხვედრისას მივხვდი, რომ ეს ადამიანი ენერგეტიკულად ძალიან ჩემია.

ეს თუ ეგრევე არ იგრძენი, მერე აღარ მისცემ საშუალებას, ურთიერთობა გაგრძელდეს. როცა შენში სასიამოვნო აურა შემოაქვს ადამიანს, ამას პირველივე ნახვისას მიხვდები და ამას მივხვდი მეც მასთან შეხვედრისას. ჩემებსაც ძალიან მოეწონათ ჩემი არჩევანი, კარგი ურთიერთობა აქვთ და ასევე, მეც – მის ოჯახთან.

ახლა, შეყვარებულს, მეტი მოტივაცია მაქვს, არ ვიღლები, მგონი, თვალებიც სხვანაირად მიბრწყინავს და გულიც სხვანაირად მიცემს (იცინის)“ – ამბობს „თბილისელებთან“ მსახიობი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *