“სკოლაში ბავშვები დილიდან არ მისულან, დამრიგებელმა ამცნო მშობლებს რომ..” – რა განცახდებას აკეთებს განათლების მინისტრის მოადგილზე ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ

“სკოლაში ბავშვები დილიდან არ მისულან, დამრიგებელმა ამცნო მშობლებს რომ..” – რა განცახდებას აკეთებს განათლების მინისტრის მოადგილზე ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოზარდები, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, 55-ე საჯარო სკოლაში დღეს დილიდან არ მისულან, საგაკვეთილო პროცესს არ დასწრებიან და ამის შესახებ კლასის დამრიგებელმა მათ მშობლებს შეატყობინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდაცვლილი მოსწავლე, მარიტა მეფარიშვილია.

„55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე, რეგულაციის მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, რეგულაციის დაცვით მან აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა“,- ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგონა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ერთი ბავშვი უკვე სახლში გაწერეს, ერთი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში რჩება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *