ვაკის პარკში, ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილია

ვაკის პარკში, ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილია

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ტრაგიკული შემთხვევისას გარდაცვლილი 13 წლის გოგო მარიტა მეფარიშვილია.

13 წლის გოგო 55-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ის დილით მეგობრებთან ერთად ვაკის პარკში იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგო ბიჭების დასახმარებლად შევიდა შადრევანში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *