რატომ დაარტყა ბავშვებს დენმა სინამდვილეში – რა გაამხილა ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაკავებული შემდუღებლების დედამ

რატომ დაარტყა ბავშვებს დენმა სინამდვილეში – რა გაამხილა ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაკავებული შემდუღებლების დედამ

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული შემდუღებელი ძმების, გიორგი და ვალერი გობეჯიშვილების დედა, მარინა გობეჯიშვილი საუბრობს.

“იქ მოხდა აგრეგატებიდან გამომდინარე მილების შეფუთვა. იქ შედუღება არაფერ კავშირში არ იყო, არ შეუდუღებიათ, უბრალოდ მიიტანეს დაჭრილი ლისტები და დაამაგრეს ბოლტებით, ორი აგრეგატის ცხაური ახადეს, მესამე აგრეგატთან მივიდნენ, მაგრამ არ მოუხდიათ, არ იყო მაგის საჭიროება რომ მოეხსნათ ეს ცხაური, ისე დაამაგრეს ის ლისტი, შეფუთეს, შავი გადაათეთრეს, ვიდეოშიც პირნათლად ჩანს, ამოწმებენ, რამე ხომ არ არის ჩახვეული.

იქ შემთხვევითობას ადგილი არ ექნებოდა, რადგან ვერ მოაყოლებდნენ იმხელა სადენს ცხაურსა და ბეტონს შორის. არ აუხდიათ, იქ მაინც ვერ მოჰყვებოდა. შეიძლება. იქ ტარდებოდა გაწმენდითი სამუშაოები, იმიტომ, რომ ისე ვერ გაუშვებდნენ აუზში წყალს. შეიძლება, ვიღაცამ ახადა კიდეც და შემდეგ დაფარეს არასწორად.

ბოლოს იყო საუბარი, რომ ჯოხი გადატყდა მათზე, ეგენი არ განიხილავდნენ მაგ თემას, იცოდნენ, რომ არ იყვნენ მაგ საკითხში დამნაშავეები”, – ამბობს მარინა გობეჯიშვილი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *