„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი კვლავ გოჩა ჩერტკოევი იქნება – ვინ იქნებიან მე-11 სეზონის მონაწილეები ? – ნოე სულაბერიძე განცხადებას ავრცელებს

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი კვლავ გოჩა ჩერტკოევი იქნება – ვინ იქნებიან მე-11 სეზონის მონაწილეები ? – ნოე სულაბერიძე განცხადებას ავრცელებს

ნოე სულაბერიძე „ცეკვავენ ვარსკვლავების ახალ სეზონს გოჩა ჩერტკოევთან ერთად გადაღებული ფოტოთი აანონსებს:

„ძვირფასი მეგობრებო! ამ ტრადიციული სტატუსის დროც დგება!

ზუსტად 6 დღეში, ორშაბათს, 31 ოქტომბერს 22:00 საათზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრუნდება ქვეყნის მთავარი, დღემდე ყველაზე რეიტინგული მეგაშოუ ,,ცეკვავენ ვარკსკვლავები”!

ჩვენ, მე და ზურა ფანქველაშვილი, წელს არხთან შეთანხმებით ჯერ შეგნებულად არ ვუშვებთ კონკრეტული მონაწილეების პრომოს, რადგან შემადგენლობის წონადობიდან (რაც დღეს ძალიან იშვიათია)  გამომდინარე, გადავწყვიტეთ პირდაპირი ეთერის სიურპრიზად დაგიტოვოთ. სიურპრიზები ნამდვილად გელით და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს XI სეზონია ერთ-ერთი საუკეთესო  იქნება. აქვე მადლობა ჩვენს ტელეკომპანიას და მაკა ლომიძეს იმისთვის, რომ ამ პროექტისთვის არაფერს იშურებს!

ორშაბათიდან, თქვენ კვლავ დარწმუნდებით, რომ ჭეშმარიტება მაღალ სტანდარტებსა და ხარისხშია. #აქხარისხია იმ მარტივი მიზეზით, რომ #აქიმედია“.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *