კახი კალაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”ძალიან მიმძიმს, სამძიმრის სიტყვები მივუძღვნა მეგობარს, თანაგუნდელს, თანამებრძოლს, საუკეთესო ადამიანს – ირაკლი ხახუბიას.
ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც ღირსება და ქვეყნის სიყვარული იყო უპირველესი.
ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს!” – წერს თბილისის მერი კახი კალაძე.
შეგახსენებთ, დღეს ცოტახნის წინ ფოთის, სენაკის და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
Post Views: 3,992