”მანქანიდან გადმოაგდეს და…” – ცნობილია ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკუთარმა ძმამ მოკლა

”მანქანიდან გადმოაგდეს და…” – ცნობილია ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკუთარმა ძმამ მოკლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა საკუთარი და მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა დას დაზიანებები თავის არეში იარაღით მიაყენა.


ძმის მიერ მოკ­ლუ­ლი ქალი 34 წლის მერი ალა­დაშ­ვი­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლია მისი ნა­ხე­ვარ ძმა ზურა ალა­დაშ­ვი­ლი.

“2 პა­ტა­რა ბავ­შვი დარ­ჩა, სა­უ­კე­თე­სო დედა იყო, ბავ­შვებ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი. რა მოხ­და ზუს­ტად, არ ვიცი. ამ­ბო­ბენ, – “ზა­ო­დო­ბა­ზე” იყ­ვნენ სა­დღაც და იქ ძმებს შო­რის მოხ­და კონ­ფლიქ­ტი, იმათ აშ­ვე­ლებ­და და ამ დროს და­ი­ღუ­პაო. სხვა არა­ფე­რი ვიცი”, – ამ­ბობს ადგილობრივი მედიასთან საუბრისას.

“გად­მო­აგ­დეს მან­ქა­ნი­და­ნო… მოკ­ვდა, აღარ არის, 2 პა­ტა­რა შვი­ლი დარ­ჩა. თავი აქვს გა­ხეთ­ქი­ლიო, ეტყო­ბა რომ გად­მო­ვარ­და, ას­ფალტს და­არ­ტყა თავი,” – ამ­ბობს კიდევ ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

პოლიციამ ბრალდებული 35 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *